მსურს ბილეთის დაბრუნება, როგორ მოვიქცე?
თუ თქვენ ბილეთი შეიძინეთ ნებისმიერ სააგენტოში ან სხვადასხვა ონლაინ საიტებზე, დაბრუნებისთვის უნდა მიმართოთ იმ სააგენტოს სადაც შეიძინეთ ბილეთი. სააგენტო გადმოაგზავნის თქვენს მოთხოვნას. ავიაკომპანია განიხილავს განაცხადს და დასტურის შემთხვევაში სააგენტო თანხას დაგიბრუნებთ;
თუ თქვენ შეიძინეთ ბილეთი ჩვენი ოფიციალური საიტიდან www.georgian-airways.com და გსურთ დაბრუნება, შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე online@georgian-airways.com ჩვენ გადავამოწმებთ ექვემდებარება თუ არა ბილეთი დაბრუნებას და დაგიკავშირდებით;
ბილეთის დაბრუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქოლ-ცენტს ნომერზე:(+995) 322 111 220 ან მეილზე info@georgian-airways.com
როგორ გადავამოწმო დაბრუნებადია თუ არა ჩემი ბილეთი?